tennis court sign now

საქართველოს პრეზიდენტს
ბატონ მიხეილ სააკაშვილს

პატივცემულო ბატონო მიხეილ

თბილისს ისევე, როგორც მსოფლიო ყველა ძველ, ტრადიციულ და სილამაზით განთქმულ ქალაქს მისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილები ამშვენებს. ერთერთი ასეთი ჩვენს დედაქალაქში მტკვრის სანაპიროა, მუხრანის ხიდთან გაშენებული პარკი, მისი უნიკალური რეკრეაციული გარემო (180 მუქწიწვოვანი, ძირითადად ასწლოვანი ხე, ისეთი ეგზოტიკური მცენარეები, როგორიცაა ჩინური აკაცია, იშვიათი პალმები, მუხა, წიფელი და სხვა მრავალი) და პარკის შუაგულში- ჩოგბურთის კორტები (9 ღია და 2 დახურული მოედანი, რაც ყველა ქალაქისთვის ნამდვილი სიმდიდრეა!). ეს კორტები ისევე საამაყოა ჩვენთვის,როგორც პარიზელებისათვის - როლან გაროსი ან ლონდონელებისათვის-უიმბლდონი(ცხადია, ჩვენი განსხვავებული მასშტაბიდან გამომდინარე).

აქ თამაშობდა და დღესაც თამაშობს აურაცხელი თბილისელი ბავშვი, აქ მოქმედებს მოყვარულ ჩოგბურთელთა კლუბი, აქ დაოსტატდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი ჩოგბურთელები, როგორც ალექსანდრე მეტრეველი, თეიმურაზ კაკულია, თუ სულ ახლახანს ირაკლი ლაბაძე. დღეს ეს კორტები არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ თავისი უნიკალური ადგიმდებარეობიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, აქვს განვითარების და სრულყოფის რეალური პერსპექტივა, და რაც მთავარია, ეს პერსპექტივა მთლიანად ჯდება ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში - გაიზარდოს საქართველოს და, კარძოდ, მისი დედაქალაქის მიმზიდველობა და ტურისტული პოტენციალი.

დღეს ამ უნიკალურ სპორტულ-რეკრეაციულ ობიექტს განადგურება ემუქრება, რაც, ვფიქრობთ, ეწინააღმდეგება იმ ტენდენციას, რომელის დაამკვიდრეთ პირადად თქვენ: მხედველობაში გვაქვს თბილისის საკრებულოს 2002 წლის 2 ნოემბრის თქვენს მიერ ინიცირებული და ხელმოწერილი დადგენილება თბილიში პარკებს, სკვერებსა და სპორტულ სათამაშო მოედნებზე ყოველგვარი მშენებლობის აკრძალვის შესახებ, რომელმაც უამრავი მოედანი და რეკრეაციული ზონა გადაარჩინა.

სანაპიროს კორტების შენარჩუნება განსაკუთრებით აქტუალური ხდება დღეს, როდესა, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოდ, უკვე ცნობილია, რომ 2015 წლის ზაფხულის ახალგაზრდობის ოლიმპიური თამაშები თბილიში ჩატარდება! ელემენტარული პრაგმატიზმი გვკარნახობს:იმ დროს, როცა ქალაქს სჭირდება უამრავი ახალი სპორტული ობიექტის აშენება, სრულიად შეუსაბამო იქნება მოსპო ის, რაც უკვე არსებობს და რეკონსტრუქციას ექვემდებარება.
ჩვენი წინადადება - მთელი ტერიტორია, პარკისა და კორტების ჩათვლით, გადაეცეს ქალაქის მერიას და კორტები, დასავლეთი ქალაქების მსგავსად, გახდეს მუნიციპალური საკუთრება. ამ შემთხვევაში მერია თვითონ იქნება დაინტერესებული ჩადოს გარკვეული თანხები იმაში, რომ კორტები თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და აქ შესაძლებელი გახდეს ოლიმპიური და სხვა მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებს ჩატარება. ამგვარი ტურნირები კი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის ინტეგრირებისა საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა სისტემაში (ამის მაგალითებია, თუნდაც, ისეთი არატრადიციული სატენისო ქალაქები,
როგორც დუბაი და დოხა, რომელთაც ატპ-ს ტურნირების ორგანიზაციით უკვე დაიმკვიდრეს ადგილი საერთაშორისო საჩოგბურთო რუკაზე).
იმედი გვაქვს, რომ პირადად დაინტერესდებით ამ, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრობლემით, გაითვალისწინებთ ახლადშექმნილ გარემოება (თბილისში ჩასატარებელ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს) და მიიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.

Sign The Petition

Sign with Facebook
OR

If you already have an account please sign in, otherwise register an account for free then sign the petition filling the fields below.
Email and the password will be your account data, you will be able to sign other petitions after logging in.

Privacy in the search engines? You can use a nickname:

Attention, the email address you supply must be valid in order to validate the signature, otherwise it will be deleted.

I confirm registration and I agree to Usage and Limitations of Services

I confirm that I have read the Privacy Policy

I agree to the Personal Data Processing

Shoutbox

Who signed this petition saw these petitions too:

Sign The Petition

Sign with Facebook
OR

If you already have an account please sign in

Comment

I confirm registration and I agree to Usage and Limitations of Services

I confirm that I have read the Privacy Policy

I agree to the Personal Data Processing

Goal
0 / 50

Latest Signatures

No one has signed this petition yet

Information

Lenore LucasBy:
Justice, rights and public orderIn:
Petition target:
georgian civil society

Tags

No tags

Share

Invite friends from your address book

Embed Codes

direct link

link for html

link for forum without title

link for forum with title

Widgets